LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს – ახლა შესვენება არ არის გამართლებული“ – პრეზიდენტი განმარტავს, რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია

222
სალომე ზურაბიშვილი

„მიმაჩნია, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა არის გამართლებული, ახლა შესვენება არ არის გამართლებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. პრეზიდენტმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია.

„მინდოდა, ყველასთვის მეცნობებინა, რომ ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს სესიის მოწვევას. მინდა, საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ უკვე კარგად იცის.

მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში, თუ შვიდ თვეში, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესიის მოწვევა არის გამართლებული. შესვენება არ არის ახლა გამართლებული, ასევე გამართლებულია კომიტეტები და კომისიები.

მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ, რათა ის კანონები, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად და ყველა ის საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი იყოს. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან, ამ გზიდან გადაგვიყვანოს.“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამერიკის ელჩის მიმართ ამჟამად კეთდება, არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g