LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირდაპირ ციტატებით ამხილა კობახიძე და მდინარაძე“ – ვინ როგორ აფასებს პრეზიდენტის განცხადებებს

153
BeFunky-collage (14)

პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია – საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „რუსეთს უფრთხილდება“.

იონათამიშვილის სიტყვებით, „უხერხულია, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია“.

„ძალიან უხერხულია, როცა იმ გუნდის მიმართ ასეთ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს მოუგო სასამართლო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში ანუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“, სიცრუე უწოდა.

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტი თუ იმას გულისხმობს, რატომ არ იყენებენ უმრავლესობის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებს, ეს არ არის სწორი საუბარი. მისივე თქმით, სხვა არაფერი დაეწუნება ქართული ხელისუფლების რიტორიკას რუსეთთან მიმართებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭავარაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო დროინდელი განცხადებები პოლარიზების მიზეზი ხდება. ამის შესახებ მან “იმედს” განუცხადა, როცა დეპოლარიზების პროცესში პრეზიდენტის როლზე საუბრობდა.

“საერთოდ ჯობია, პარლამენტის წევრებმა, მთავრობის წევრებმა და პრეზიდენტმა ჩვენ ჩვვენი ფუნქციები შევასრულოთ და ეს იქნება ხელის შეწყობა დეპოლარიზებისთვის. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს პრეზიდენტის გამოსვლები პირიქით ხდება პოლარიზების საფუძვლები. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გახდეს დეპოლარიზების პროცესში შუამავალი. სჯობს, რომ თავიდანვე ვიცოდეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები – სად რა ფუნქციები გაგავჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დეპოლარიზების ხელშემწყობი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების გამოხმაურებებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი უფრო დიდია.

ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

„მგონი, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე სხვა პოზიცია ვერ გექნება და ალბათ, კრიტიკა ერთადერთი გამოსავალია. შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება; ახლა საზოგადოება მეტს ელოდება, როცა პირისპირ დგას საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, საკუთარი თავის მიმართ ყველა კრიტიკული უნდა ვიყოთ, რადგან ეს მხოლოდ დაგვეხმარება ისეთ დროს, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. არ ვიცი, პრეზიდენტის ხელში რა არჩევანია და აქედან რისი გაკეთება შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი დიდია. საზოგადოების მოლოდინს რომ ვამართლებდეთ, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, რაშიც ვართ. ამიტომ საკუთარი თავის მეტი მოწოდება გვჭირდება, რადგან ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, რომ იმ კურსს არ გადაუხვიოს, რაც ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ „პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დესტრუქციული როლი ითამაშა და დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას აგრძელებს – ხელს უშლის, საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას”.

“ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როცა პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში”,- აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტთან გაგრძელდება კონსტრუქციული მუშაობა, რათა 12-პუნქტიან რეკომენდაციებს ევროპული სტანდარტით გაეცეს პასუხი.

სალომე ზურაბიშვილის 21 ივლისს გაკეთებული განცხადებები: 

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე – დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – გასამდა და დამთავრდა

 

 

 

magti 5g