LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ელექტრომობილები შემოვიდა: მერმა თავად დატესტა

128
4G2A6170

თბილისის მერი, კახა კალაძე „ქარის“ ბრენდ “სიტროენის” ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.

„ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

„ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა სიტროენის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა აღნიშნა, სიტროენ ამის ელექტრო მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

„ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით ქარის ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. სიტროენის ამის მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, – განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.