ლათინოამერიკელი მსახიობი და მომღერალი ნატალია ორეირო ეკრანზე ბრუნდება. ცნობილმა მსახიობმა და მუსიკოსმა მონაწილეობა მიიღო „ჰულუს“ ახალ ბიოგრაფიულ დრამაში „წმინდა ევიტა“, სადაც ის არგენტინის ყოფილი პირველი ლედის, ევა პერონის როლს ასრულებს. ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი თრეილერი ფილმიდან, რომელიც სავარაუდოდ, საკმაოდ ხმაურიანი გამოვა.
ცოტა ხნის წინ კი ნატალია ორეირო ბუენოს-აირესში ფილმის პრემიერაზე, გამოჩნდა. ორეირო კინოთეატრის წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა ულამაზეს ოქროსფერ კაბაში, რომელიც ბეწვის მოსასხამით იყო გაფორმებული.






