LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ყელსაბამი, საყურე და საფირმო ქუდი – ჯონი დეპს ღამის 2 საათზე რესტორანთან გულშემატკივრების არმია დახვდა

148
Untitled.pngtrtrrt

ჯონი დეპი ახლა პარიზში იმყოფება, სადაც ახალ პროექტზე მუშაობს. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავი რესტორნიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი, ღამის 2 საათი იყო, რესტორნის შესასვლელთან დეპს თაყვანისმცემლების არმია დახვდა. ჯონმაც არ დაიზარა და თითოეული მათგანი ავტოგრაფით გაახარა. ის იღიმოდა და ყველას დიდ მადლობას უხდიდა მხარდაჭერისთვის.

რაც შეეხება 59 წლის ვარსკვლავის ჩაცმულობას, ის ჩვეულ სტილს არ ღალატობს. მას ლურჯი, თავისუფალი სტილის პიჯაკი ეცვა, საფირმო ქუდი ეხურა და ოქროს აქსესუარები ეკეთა.

ცნობისთვის, ჯონი დეპი და ცნობილი გიტარისტი, ჯეფ ბეკი ერთობლივ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებენ. კრებულში 13 სიმღერა იქნება წარმოდგენილი, როგორც დეპის მიერ შექმნილი უახლესი კომპოზიციები, ასევე ცნობილი სიმღერების ქავერ ვერსიები.

ჯონი დეპი და კამილა ვასკესი პრაღაში გამართულ კონცერტზე „აჯაზებენ“

ახალი ცხოვრება დაწყებულია! – გაახალგაზრდავებული ჯონი დეპი პარიზში, საყიდლებზე გადაიღეს

ჯეკ ბეღურა ბრუნდება – ჯონი დეპსა და „დისნეის“ შორის 300 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულება იდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები