LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოზარდი საკუთარი სხეულის შეცნობას იწყებს, შესაბამისად, მშობელთან ერთ საწოლში არ უნდა იწვეს” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

82
მარი-გოგიაშვილი

გადაცემის ლაივი LIVE

რა პრობლემები ექმნება მოზარდს, როდესაც მშობელთან ერთ ოთახში უწევს ძილი – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი მარი გოგიაშვილი.

რა ასაკიდან იწყება პრობლემა ცალკე სივრცესთან დაკავშირებით?

ჩვენს სოციუმში ძალიან გავრცელებულია, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს ბავშვზე ხელის გაშვება. მშობელს უჭირს სეპარაცია, მოზარდობის ასაკშიც უჭირს ხელის გაშვება. ვერ გავამტყუნებ მშობელს, რომელსაც ჰყავს 2 წლის ბავშვი და ამ ასაკის ბავშვის საჭიროებებზე სხვა ოთახში  სირბილი რთულია, თუმცა შემდგომ ეტაპებზე აუცილებლად უნდა მოხდეს გამოყოფა. 2-3 წლის ასაკში მუდმივად მშობლის ლოგინში წოლა არ არის კარგი როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის. ირღვევა ორივეს პირადი სივრცე.

საჭირო ბავშვს ჰქონდეს კუთხე, ვეუბნებით, რომ ეს მისი კუთხეა, რომ ეს მისი სივრცეა, უნდა მოაწესრიგოს. ამ სივრცისთვის ის სკოლაშიც იბრძვის და სხვა ადგილასაც.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან მისი ემოციური განვითარებისთვის, რომ არ მივიღოთ მოზრდილი ბავშვი, რომელსაც უჭირს სირთულეების გადალახვა. მშობლებს ჰგონია, რომ თუ ისინი მოაგვარებენ ბავშვის ყველა პრობლემას, აირიდებენ, ასე დაიცავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ვიღებთ უუნარო ზრდასრულს.

როცა ბავშვი 10-11 წლის ასაკში იძინებს მშობლებთან, ბებიაბაბუასთან ერთ საწოლში, რა სირთულეს ვაწყდებით ამ დროს?

უნდა დაწვე და ჩაეხუტო მოზარდს, როცა შენი მხარდაჭერა სჭირდება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივი, რატომ არ აქვს მოზარდს ცალკე ყოფნის სურვილი, იმიტომ რომ ამ უნარების ნაკლებობას განიცდის, მშობელმა გაუგზავნა მესიჯი, რომ მის გარეშე არაფერი გამოუვა. ნახეთ როგორი ასაკია, საკუთარი სხეულის შეცნობას იწყებს ბიჭიც და გოგოც. ამასობაში მეორე საკითხია, თვითონ ცოლ-ქმარს აქვთ თავისი პირადი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები დიდი ალბათობით ხვდებიან ამ პრობლემას, მაგრამ თავს არიდებენ, მიზეზებით ხსნიან, „ბავშვს უნდა და ამიტომ არ ვაკეთებ ცალკე სივრცეს“, „პატარა სივრცე გვაქვს“ და.შ.  მესმის პატარა სივრცის, მაგრამ პატარა სივრცეშიც შეიძლება ცალკე სივრცის გამოყოფა. ზოგჯერ თვითონ მშობელი თვლის, რომ აღარაა საჭირო ურთიერთობა მეუღლესთან, რადგან ყველანაირად ჩართულია ბავშვის ცხოვრებით, მოცულია ამ ყველაფრით და ბავშვიც ასეა. მშობელი და შვილი ერთმანეთიც ცხოვრებით ცხოვრობენ, ეს არის მიჯაჭვულობა, ოღონდ არაჯანსაღი მიჯაჭვულობა.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ჰიგიენის თემას. ამაზე მედიცინის მუშაკი უკეთესად ისაუბრებდა. ჩვილი, ბავშვი, მოზარდი არ შეიძლება იწვეს იმ ლოგინში, სადაც ცოლქმრის ლოგინია, უამრავი ვირუსი და ბაქტერიაა, რომელიც შეიძლება ბავშვს გადაედოს, ამიტომ მშობელთან ერთ საწოლში წოლა, ბუნებრივია ჰიგიენის კუთხითაც არ არის სწორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g