სასიამოვნო სიახლე ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლებისთვის – მომღერალი ახალ, რიგით მეათე ალბომზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დისკი „Glory“ მან 2016 წლის აგვისტოში გამოუშვა, თუმცა როგორც ჩანს, მომღერალი შეჩერებას არ აპირებს.
34 წლის სპირსმა თავად დაადასტურა, რომ ახალი ალბომისთვის მასალას უკვე წერს, თუმცა დაზუსტებით არ იცის, რა სტილის იქნება დისკი.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ფირფიტაზე ის ორი წელი მუშაობდა, ამიტომ შესაძლოა, ახალი ალბომი უახლოეს მომავალში არ გამოვიდეს.