LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ქალიშვილი 19 ათას დოლარად ღირებულ სკოლაში ივლის

54

ბიონსესა და ჯეი-ზის ვარსკვლავური ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადადის. როდესაც თემა მათი ქალიშვილის განათლებას შეეხო, წყვილმა ერთ-ერთი საუკეთესო კერძო სკოლა შეარჩია და ამისთვის საცხოვრებლის შეცვლაზეც არ თქვა უარი.

აღნიშნულ სკოლაში სწავლა სპეციალური პროგრამით მიმდინარეობს, რომელიც ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს. ცნობილი ვარსკვლავები კი მზად არიან, ნებისმიერი თანხა გაიღონ, ოღონდ მათმა შვილმა შესაბამისი განათლება მიიღოს.

ამ მომენტისთვის ბლუ აივი ბიონსესა და ჯეი-ზის ერთადერთი შვილია, თუმცა წყვილი მეორე შვილის აყვანის მოსამზადებელ ეტაპზე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები