ბრიტნი სპირსმა სიმღერაზე „Slumber Party“ კლიპი გამოუშვა. ვიდეო მომღერლის YouTube-არხზე გამოქვეყნდა, რასაც თაყვანისმცემლების დადებითი შეფასებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სიახლის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მომღერალმა თინაშემ.
თრექი „Slumber Party“ რიგით მეორე ნამუშევარია ბრიტნის ახალი ალბომიდან „Glory“, რომლის რელიზიც 26 აგვისტოს შედგა.
ჯერ-ჯერობით, სინგლს მუსიკალურ ჩარტებში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.
