რიკოთზე, საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრაილერი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ქართველია.