LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს

61
Untitled design (1)

რუსეთი აპირებს, ჩრდილოეთ კორეასთან არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფართოოს.

როგორც BBC წერს, რუსეთმა პირობა დადო, რომ გააფართოებს ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კორეასთან, ამის შესახებ კი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინი ფხენიანის გათავისუფლების დღეს, კოლეგა კიმ ჩენ ინისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება.

ამასთან, როგორც მოგვიანებით კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, მეგობრობა ორივე ერს შორის მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვებით ჩამოყალიბდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ამბობს, რომ მათი „მეგობრობა“ გაძლიერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g