LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილი: ჩატაევის დაჯგუფების საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს – არასდროს მითქვამს, რომ პანკისის სპეცოპერაციების დროს, ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება გაიცა

342
ჩატაევი გოგაშილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი მის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ტელეფონში, რაც ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა, ახლა გწერ… ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხისმგებლობა, შენ აღარ ხარ ,,ლიჩნიკი’’ – გოგაშვილი გომელაურს

როგორც სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, წერილში გადმოსცა მის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დააფიქსირა, ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო მისი საკურატურო და ბრძანებას ვერ გასცემდა.

“სამართლიანობა მოითხოვს გავაკეთო მცირე განმარტება ჩემს ბოლო ღია წერილთან დაკავშირებით, რათა გამოვრიცხო შემდგომი ინტერპრეტაციების დაშვება.

ჩატაევის დაჯგუფების სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მე ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს და შესაბამისად დამატებით განმარტებებს საჭიროდ აღარ ვთვლი. წერილში მე გადმოვეცი ჩემს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიის დეტალები, დავაფიქსირე ფაქტი, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო ჩემი საკურატურო და ვერც ბრძანებას ვერ გავცემდი, რასაც მაბრალებდნენ. არც ადრე და მით უმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ, გამოძიებას სჭირდებოდა ეჭვმიტანილების ჩვენებები, მტკიცებულებები და არა რომელიმეს ლიკვიდაცია.

ვერანაირ მდგომარეობაში ყოფნა, ვერც ვერავის მოწოდება ვერ მაიძულებს ვისაუბრო ტყუილი და ცილი დავწამო ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ვლაპარაკობ მხოლოდ სიმართლეს, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და არაფერს სიმართლის გარდა.

რაც შეეხება ჩანაწერს, იქ ისმის სამი ადამიანის ხმა – მედიკოსი, ვახასი და ბინძური აგენტის. აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის. ახლა ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი და ვინმეს დასახელება მე გადამიყვანს სხვა ველზე და მთავარ სამიზნეს ჩამომაშორებს. ჩემი მთავარი მიზანი არის „ოცნების“ კრიმინალური მართვისა და არჩევნების ტოტალური გაყალბების მეთოდების მხილება და ასევე, მათი რუსეთთან პირდაპირი კავშირის სააშკარაოზე გამოტანა, რასაც დიდი ხანია ვახორციელებ ეტაპობრივად და მივიყვან ბოლომდე“,- წერს გოგაშვილი.

ამავე თემაზე:

მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი – გოგაშვილი 306-ე საკნიდან „ოცნებას“ მიმართავს

“28 ივლისს სოსო გოგაშვილი გაიყვანეს ე.წ საშხაპეში და უთხრეს, რომ ფანჯრის რაფაზე განთავსებული ტელეფონისთვის ეპასუხა – გოგაშვილმა უპასუხა, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი” – რას ჰყვება სოსო გოგაშვილის ადვოკატი

„მივიღე მუქარა ივანიშვილისაგან, რომ მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება.. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას“ – გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g