პოლიტოლოგისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანის აფეთქებას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიევის კავშირს უარყოფს.
პოდოლიაკი ფიქრობს, რომ მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.
„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა არაფერ შუაშია ამ საქმესთან. ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო – ასეთი რუსეთის ფედერაციაა“, – აცხადებს პოდოლიაკი.
სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი