LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: „ექვსი თვეა ვუძლებთ.. ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ”

98
zelemnski

დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! – ამით ყველაფერი ნათქვამია. სულ რაღაც ოთხი სიტყვა, მაგრამ რამდენი რამეა მათ მიღმა დღეს. ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. ჩვენი განადგურების ექვსთვიანი მცდელობის შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ და ეს არის სიმართლე ჩვენი მომავლის შესახებ. დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. არ ელოდნენ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების გაგონება : “გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”.

24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვის აწუხებდა ტერორისტების სახის შენარჩუნება. ვის არ ვჭირდებით და სად არის კარი ჩვენთვის ღია. გავიგეთ ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. აღარავინ იტყვის: ის სადღაც რუსეთთან ახლოსაა.

ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ები, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები. ისინი მზად არ იყვნენ ჩვენს გამო საჰაერო სივრცის დახურვისთვის, მაგრამ გვყავდა ხალხი, ვინც მზად იყო საკუთარ მიწას გადაჰფარებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ მსოფლიო გააერთიანა.

„მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში იქნება პარაგრაფი: „დრო, როცა უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო“, როცა ტირანია პასუხს მისთვის გასაგებ ენაზე იღებს.

ევროპა გამოდის მოედნებზე. ევროპა მკაცრ სანქციებს აწესებს. ევროპა ერთხმად აღიარებს, რომ უკრაინა ევროკავშირის მომავალი წევრია.

მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ ფულს ჯერ კიდევ სუნი ასდის – სისხლის, ხრწნისა და სიკვდილის. კორპორაციები და ბრენდები ტოვებენ რუსეთის ბაზარს და ხალხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე პოტენციური დანაკარგები.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა სირცხვილია. იმის თქმა, რომ უკრაინით დაიღალე, სირცხვილია. ეს ძალიან კომფორტული პოზაა: დაღლილობა თვალების დახუჭვის საფარია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ექვსი თვეა ვუძლებთ. გვიჭირს, მაგრამ ბედისთვის საბრძოლველად მუშტები შევკარით. ყოველი ახალი დღე არის ახალი მიზეზი იმისა, რომ არ დავნებდეთ. არ გვაქვს უფლება ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული?

ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არ მიისწრაფვის ტერორისტებთან ურთიერთგაგებისკენ.

„არ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან თავზე იარაღმიდებულები, შიშის გამო. ჩვენთვის ყველაზე საშინელი რკინა არის არა რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები, არამედ ბორკილები.

ხელებს კი მხოლოდ ერთხელ ავწევთ – როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. როცა მთელი უკრაინა იზეიმებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ხალხით. ჩვენთვის უკრაინა მთელი უკრაინაა. 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე. ჩვენ ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცით, 24 თებერვალს რაკეტებით განადგურდა.

დონბასი არის უკრაინა და ჩვენ მას დავიბრუნებთ, რა გზითაც უნდა იყოს. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავაბრუნებთ, რა გზითაც უნდა იყოს. არ გინდათ თქვენი ჯარისკაცები დაიხოცონ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. არ გინდათ, რომ თქვენმა დედები იტირონ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. ეს არის ჩვენი მარტივი და გასაგები ტერმინები“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით.. ვიღაც თხრილებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში“ – როგორია უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მისი გემო იცის, სისხლისა და სიკვდილის გემო: ვალერი ზალუჟნი

პაპუაშვილი – მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს

ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით – პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

magti 5g