უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, რომ „რუსეთს მხოლოდ მეზობლების განადგურება და „სსრკ 2“-ის აღდგენა აინტერესებს“.
მისივე განმარტებით, „საუბარი ნატო-ს გაფართოებასა და რუსეთის პროვოცირებაზე – მხოლოდ სისასტიკის, ომის დანაშაულებისა და ომის დამნაშავეების ცინიკური გამართლებაა“.
„ნატო ან ყალბი ინფორმაცია „ბიოლაბორატორიების“ შესახებ – ეს პროპაგანდის ელემენტებია. რუსეთი მხოლოდ მეზობლების განადგურებითა და „სსრკ 2.0“-ის აღდგენითაა დაინტერესებული“, – წერს პოდოლიაკი.
All the talk about expanding NATO and provoking Russia – only a justifying atrocities of the one who is guilty of this war. NATO or fakes about “biolaboratories” – are excuses for the media. All what ?? is interested in is destroying the neighbors and restoring the USSR 2.0.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 26, 2022