უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის ფასების კუთხით, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი შესაძლოა „არმაგედონად“ იქცეს. ამის შესახებ Sky News წერს.
„ეს არის კრიზისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენისთვის, რომლებიც ზამთარში „არმაგედონის“ პირისპირ დარჩებიან. მხოლოდ მთავრობას შეუძლია ჩაერიოს და დარწმუნდეს, რომ ეს არ გამოიწვევს კატასტროფას არც ამ ზამთარს და არც მომავალ ზამთარს“, – განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია National Energy Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ სკორერმა.
Sky News-ის თანახმად, ბრიტანეთში ოჯახების 30%-ზე მეტს გადახდის პრობლემა აქვს. ამასთან, 2023 წლის იანვარში ქვეყანაში ოჯახების უკვე ნახევარი შესაძლოა, ენერგო-სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.
ენერგეტიკული ბაზრის ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ენერგეტიკული კრიზისის ყველაზე რთული ვითარება ახლა ბრიტანეთშია. პრობლემები წარმოიქმნება ცხოვრების ყველა სფეროში, როდესაც ყველას უნდა დაზოგოს. ამის გამო ზოგიერთმა შინამეურნეობამ ხის გათბობაზე დაიწყო გადასვლა.
27 აგვისტოს, მარეგულირებელმა Ofgem- მა განაცხადა, რომ ლონდონის ელექტროენერგიის გადასახადები ოქტომბრიდან 80%-ით გაიზრდება და საშუალოდ 3549 ფუნტი სტერლინგი (4188 აშშ დოლარი) გახდება.