ჯენიფერ ლოპესი ძალებს სატელევიზიო შოუს პროდიუსერად ცდის. მისი ხელმძღვანელობით NBC-ის ეთერში საცეკვაო სატელევიზიო შოუ გავა.
პროექტის – World of Dance ფარგლებში, შოუს მონაწილეები მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ, რაც მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს თანხა კი სატელევიზიო რეალითი-პროექტებისთვის უპრეცენდენტოა. შედარებისთვის, მსგავსი ტიპის პროექტში, So You Think You Can Dance, მთავარი პრიზი ოთხჯერ ნაკლებია და 250 ათას დოლარს შეადგენს.
შოუში მონაწილეობის მიღებას სამი ჯგუფი შეძლებს: 16 წლამდე, 16 წლის ზემოთ და საცეკვაო კოლექტივები. მონაწილეობა ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია.
https://www.youtube.com/watch?v=OFbzsz4j88k