LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი დაბრუნდა

189
7QOJPJTGUZJIXILUJZCLYETCCU

„ლა ტომატინა“ ან იგივე პომიდვრის ომი ესპანეთის ქალაქ ბუნოლში უკვე 75-ედ გაიმართა. გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ტრადიციულ ფესტივალში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ომში ჩაბმულებმა ერთმანეთს 130 ტონა ძალიან მწიფე პომიდორი ესროლეს და ძალიან კარგი დროც გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი სათავეს 1945 წლიდან იღებს და კორონავირუსის პანდემია იყო ერთადერთი გამონაკლისი როდესაც ხელისუფლებამ ღონისძიება აკრძალა.

წლების წინ ორგანიზატორებმა ვიზიტორთა რაოდენობის შესამცირებლად ბილეთების გაყიდვა დაიწყეს, რადგან ფესტივალი მსურველებს ვეღარ იტევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები