LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფმა Muse თურქეთში დაგეგმილი კონცერტი გადადო

60

მას შემდეგ, რაც თურქეთში პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდება, Muse დაგეგმილ კონცერტს გამართავს – ასეთი განცხადება კოლექტივმა ამ დღეებში გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი მსოფლიო ტურნეში Drones World Tour იმყოფება და მის ფარგლებში 26 ივლისს, სტამბოლში კონცერტი უნდა გაემართა.

”ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა გეგმები შეგვაცვლევინა. ჩვენ დროებით გადავდებთ 26 ივლისს დაგეგმილ შოუს”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, მსურველებს, უკან დაბრუნებულ ბილეთებში გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ, თუმცა მათივე მტკიცებით,  კონცერტი მოგვიანებით აუცილებლად გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები