ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აფხაზ მოსახლეობას ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს და ერთ-ერთ არგუმენტად შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი და რუსეთ-საქართველოს შორის შეცვლილი ურთიერთობები მოჰყავს.
როგორც შამბამ აფხაზური მედიის საშუალებით განაცხადა, ამჟამინდელი შეთანხმებით, მიწის იჯარით გადაცემის ბოლო ვადა განსაზღვრულია 49 წელი, შემდეგ კი უკვე შთამომავლები გადაწყვეტენ თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან.
„ვითარება საერთო კონტექსტში უნდა დავინახოთ, ურთიერთკავშირში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება.
ვხედავთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება იცვლება, გვირაბის მშენებლობას აპირებენ, რუსეთის საქართველოსთან დაკავშირებას.
აფართოებენ ზემო ლარსზე გამშვებ შესაძლებლობებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტებია, თუ გსურთ სურათის მთლიანობაში დანახვა, ამიტომ მოდი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდეთ, ამჟამინდელი შეთანხმებით განსაზღვრულია მიწის იჯარით გადაცემის ბოლო ვადა 49 წელი, შემდეგ უკვე ჩვენი შთამომავლები გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ რუსეთთან“, – განაცხადა სერგეი შამბამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.