ქუთაისში, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სასულიერო პირის და 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.