LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

39
ლუკაშენკო და პუტინი

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს, მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ“, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს თემები არ განხილულა“, – განაცხადა პესკოვმა და ასევე, დასძინა, რომ საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე არ ყოფილა.

„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.“– აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ინალ არძინბა: ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g