LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

76
უ65უ565უ

„ვივამედის” კლინიკაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ჩვენების მიცემა, გამომდინარე აქედან, ვიშუამდგომლეთ გასვლით სხდომაში მონაწილეობა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. ამ ეტაპამდე არაერთი პროცესი გადაიდო, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობა, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობის მიღება“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ არც ერთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად.

„ქართული ოცნების” საჯარო პირები შეეცდებიან დღევანდელი წერილის თარგმნას იმგვარად, რომ სააკაშვილი კარგად არის. არც ერთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას არ უთქვამს, რომ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად, სამედიცინო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს უჭირს მეტყველება, თავს გრძნობს სუსტად და იმყოფება მწოლიარე რეჟიმში”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g