LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: საშინელი შეტევა ჰქონდა.. აკანკალებდა, არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს

51
BeFunky-collage

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგი მოინახულებს და კვლავ გააგრძელებს საექსპერტო კვლევას, რისი შესაძლებლობაც გუშინ ვერ მოხერხდა, სააკაშვილის კრიტიკულად დამძიმებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

„საშინელი შეტევა ჰქონდა [სააკაშვილს]. აკანკალებდა, ცივი ოფლი ასხამდა.

ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ენითაც კი გამიჭირდება ამის აღწერა. არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

 

არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს

❗ არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს
? შალვა ხაჭაპურიძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი, 2022

 

შეგახსენებთ, გუშინ კლინიკა “ვივამედში”, სადაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, ვერ ჩატარდა გასვლითი სასამართლო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

რამდენიმე თვეა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ბოლო სხდომა, რომელზედაც მან დასწრება შეძლო, 20 აპრილს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g