LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილ უეინი Universal Music-ს უჩივის

69

ლილ უეინი Universal Music-ს უჩივის. 33 წლის რეპერი იმედოვნებს, რომ ხმისჩამწერი სტუდიისგან დრეიკის, ნიკი მინაჟისა და Tyga-ს აღმოჩენისთვის შესაბამის ჰონორარს მიიღებს.

„Universal ლილ უეინის მადლიერი უნდა იყოს, რადგან სწორედ ამ მომღერლების საშუალებით ის რამდენიმე მილიონით გამდიდრდა, უფრო სწორედ კი მან მიითვისა ეს ჰონორარები“ – განაცხადა უეინის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ რეპერი ლეიბლ Cash Money Records-თან თანამშრომლობს, რომელიც Universal Music-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს და მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, შესაბამისად უეინი მიიჩნევს, რომ ლეიბლის პრობლემებს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები