გვანცა დარასელიამ 15-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, „რუსთავი 2“ დატოვა და დროებით არსად არ მუშაობს. როგორც ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას ამბობს, ახლა განსხვავებული ეტაპი აქვს:
„პაუზა ავიღე და სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფები. გადასარევად დავისვენე ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად და პრინციპში, ახლაც ვისვენებ.
ტელევიზია რატომ დატოვეთ?
უპირველეს ყოვლისა, მინდა, თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ პროფესიიდან არ წავსულვარ. უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები, რაღაც ახალი მინდოდა. პაუზის აღება და რუტინისგან, რომელიც უკვე ძველებურ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, დასვენება ამიტომ გადავწყვიტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიაზე უარს ვამბობ, ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბედნიერი გახლავართ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი და ასე გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ როდის, სად და რა პირობებში – არ ვიცი“.
როგორც ტელეწამყვანი ჟურნალს უყვება, ის ამჟამად ბავშვებთან ერთად მეტ დროს ატარებს, მათ აქტივობებშია ჩართული, ასევე იწყებს უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე სიარულს და თავს თვითგანვითარებას მიუძღვნის.
გვანცა დარასელია: „მე ხშირად დამითმია ქმრის აზრის სასარგებლოდ…“
ფოტო: გვანცა დარასელია 33 წლის გახდა – სად აღნიშნა დაბადების დღე ტელესახემ