LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინსა და გარდაცვლილი ჰალინა ჰაჩინსის ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია – „ჟანგის“გადაღებები გაგრძელდება ჰალინას მეუღლე კი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება

89
Untitled.pngrerere

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკანდალური ფილმის „ჟანგის“ პროდიუსერებმა და მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სურათის გადაღებისას დაღუპული ოპერატორის ჰალინა ჰაჩინსის ოჯახთან შეთანხმება მიაღწიეს და ფილმის გადაღებები 2023 წელს განახლდება. მეტიც, გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე, მეთიუ ჰაჩინსი  ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი გახდება.

ყოველივე ეს კი სასამართლო პროცესის ფონზე მიმდინარეობს, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბოლდუინს პატიმრობა ემუქრება, თუმცა, როგორც ჩანს ესეც წარსულს ჩაბარდა.

„ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ჰალინას გარდაცვალება საშინელი უბედური შემთხვევა იყო“, – განაცხადა ჰაჩინსმა.

ალეკ ბოლდუინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, როდესაც ტელეფონით შეიტყო, რომ მას შესაძლოა ბრალი წაუყენონ

გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიიდან 7 თვის შემდეგ, ფილმის The Rust გადაღებები გაგრძელდება – აიღებს ალეკ ბოლდუინი კვლავ იარაღს ხელში?

ვიდეო: ალეკ ბოლდუინის რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მისი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ ალინა სანჩესის სიცოცხლე იმსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები