LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი სიჩქარის გადაჭარბებისთვის – მოსაზრებები და რჩევები სპეციალისტებისგან

15
სიჩქარე

ცოტა ხნის წინ საქართველოში საერთაშორისო დღე “ავტომობილის გარეშე” აღნიშნეს. ეს დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე 20 წელია აღინიშნება. საქართველოს რაც შეეხება , აღნიშნულ თარიღს რამდენიმე წელია “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავის პარტნიორებთან ერთად საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით აღნიშნავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სწორედ ეკა ლალიაშვილთან გვემსჯელა, რომელიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

როგორ მან გვითხრა წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში, საგზაო უსაფრთხოების საკითხი ამ დრომდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით კი ხაზგასასმელია ავარიების შემთხვევები.

“როცა ვსაუბრობთ ავარიებზე და მძიმე საგზაო დარღვევებზე, ცხადია, ვფიქრობთ, ვმსჯელობთ პრევენციაზე. ასეთ დროს ჯარიმა რაღაც გონივრულ ზღვრამდე უნდა იყოს, მხოლოდ ასეთი მძღოლები ხომ არ ჯარიმდებიან. ვიცით, რომ დარღვევის დროს ქულებიც იკლებს. ქულები უნდა იყოს ჭკვიან კამერებთან მიბმული. ყველაფერი უნდა აღირიცხებოდეს ჭკვიანი კამერების მიერ, ფულად ჯარიმასთან ერთად უნდა აკლდებოდეს ქულები. ეს არის ყველაზე სწრაფად შესაცვლელი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირად დააკლდება, არის რანჟირება ისე როგორც სხვა ქვეყნებშია მიღებული,  თუ შემთხვევით გადააცილა და ამას არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, სხვა რაოდენობის ქულა უნდა ჩამოეჭრას, როცა შემთხვევითი არაა, მას უფრო მეტი ქულა უნდა დააკლდეს. ეს სისტემა იმ ადამიანებისთვისაა,  ვისაც შეუძლია გადახდა 1000 ლარისაც, მას ჩამოეჭრება ქულები და დაკარგავს მართვის უფლებას”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ყველა საგზაო შემთხვევაზე საპატრულო პოლიცია ვერ ირეაგირებს, რადგან მას სხვა ტიპის დარღვევების გაკონტროლებაც უწევს. ამიტომ ლალიაშვილი თვლის, რომ ეს საქმე ე. წ. ჭკვიანმა კამერებმა უნდა გააკეთოს.

“ყველა ადამიანი ვართ და თუ შევქმნით იმ გარემოს, რომ ადამიანი იყოს გაფრთხილებული, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხი გაეცემა, მერე ის უკვე ფრთხილად იქნება და ჩვევა გამოუმუშავდება. პირდაპირ მართვის მოწმობა მხოლოდ მაშინ ჩამოერთმევა, თუ პირი ნასვამ მდგომარეობაშია. მთავარია, იცოდეს, რომ ყველა დარღვევაზე იქნება პასუხი მოთხოვნილი”, – ამბობს “ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g