LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში შეხვედრებს მართავს

45
დრსდსდონი

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.

“შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს და მისიის თითოეულ წევრს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g