საქართველოში დღეს სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
საპატრიარქოს ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებები აღარ გაიმართება.
გადაწყვეტილება მცხეთის მერიამ გუშინ მიიღო.