პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რა დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა.
პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე გამოძიების არავის სჯერა:
„ძალიან მინდა მჯეროდეს და ვუერთდებოდე პარლამენტის თავმჯდომარეს იმედში, რომ გამოძიება დაადგენს – რა მოხდა ვაკის პარკში, ძალიან მინდა, რომ მჯეროდეს.
მართლა გულწრფელად მჯერა, რომ ყველა შეგზარათ ამ ტრაგედიამ, მაგრამ გულწრფელად არ მჯერა, რომ რაიმე გაკვეთილი გამოიტანეთ ამ ტრაგედიიდან, ამ უმძიმესი ამბიდან.
რატომ არ მჯერა ამ გამოძიების იცით? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მეორედ დაუნიშნეთ მთავარი პროკურორი, ანუ ის, ვინც ასეთ ამბებს უნდა იძიებდეს და ზედამხედველობდეს გამოძიებას, რომელიც ზუსტად ბავშვების მკვლელობის საქმის გამო თვითონვე გადადგა და როგორ იყო ის საქმე თეთრი ძაფით ნაკერი, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სააშკარაოზე გამოიტანა.
თქვენ ეს კაცი თავიდან აირჩიეთ და ყველა მსგავსი საქმის გამოძიება კიდევ მის ხელში ჩააგდეთ. ამიტომ არავის არ სჯერა ამ გამოძიების…
ბოდიში მარიტა, ბოდიში შვილო, ბოდიში“, – განაცხადა მიმართვის დასასრულს ანა ნაცვლიშვილმა.
ამავე თემაზე:
„კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა!“ – თბილისის მერიასთან აქცია გაიმართა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა