ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა.
ამავე ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.