LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახოვკას ჰიდროელექტროსადგური რუსებმა დანაღმეს – ასეთი ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია: ვოლოდიმირ ზელენსკი

80
კახოვკას ჰიდროელექტროსადგური

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავს.

ზელენსკის განმარტებით, კახოვკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია.

„ევროპელებს ევროსაბჭოს სხდომაზე ვაცნობე მორიგი ტერაქტის შესახებ, რომელსაც რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ამზადებს. ჩვენი ინფორმაციით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს.

თუ რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს ეს კაშხალი, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს. სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შეიძლება განადგურდეს. ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კაშხლის განადგურება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.

ახლა ჩვენ ყველამ ერთად – ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ – უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის შესაბამისი უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები