LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს დასტურია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მას, რუსეთში, ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ“ – ენმ ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დადებას ეხმაურება

97
ენმ და ბიძინა

„ეს არის აღიარება და დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კლეპტოკრატიული გარემოს წევრებსა და მას, პირადად აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთში“, – ამის შესახებ „ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართეს, რითაც გუშინ, უკრაინის მიერ, ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებას გამოეხმაურნენ.

ნაცვლიშვილი: ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებაა

ხატია დეკანოიძის თქმით, უკრაინა მოქმედებს მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მალე, დასანქცირებულ პირთა აღნიშნული სია გადაეცემა სხვა ქვეყნებსაც, რათა ამ პირების მიმართ, სანქციები გაფართოვდეს.

„ივანიშვილის ოჯახის წევრები მოხვდნენ სკაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებასა და ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული - როგორ ეხმაურება ოპოზიცია ზელენსკის სანქციების სიას

„ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება - "დაკავშირებული პირები", ეს ადამიანები ივანიშვილთან არის დაკავშირებულნი,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისი მოსაზრებით, „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს სახელმწიფო არ წარმოადგენს სამშობლოს. დეკანოიძის აზრით, მათთვის საქართველოს სახელმწიფო არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა.

დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში მუშაობენ „ქართული ოცნების“ იმ წევრების რუსული კავშირებს გამოვლენაზე, რომლებიც დღეს პარლამენტარები არიან.

ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება სასიხარულო არაა, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს: ანა ბუჩუკური

„ვასილ ჩიგოგიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ისკო დასენი და ანტონ ობოლაშვილი. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს თქვენს რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. გაძლევთ რამდენიმე კვირას, რათა დატოვოთ უმრავლესობა.“– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე მიმართა ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი რუხაძესა და სხვა პირებს, რათა მათ ამხილონ ივანიშვილი, რადგან ისინიც დასანქცირებულთა სიაში არიან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა.

mazda magti 5g