LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთანმა „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას” შრომითი დავა მოუგო

293
Untitled design

სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას შრომითი დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას სოლიდარობის ქსელი ავრცელებს და აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გადაწყვეტილება ექთნის კლინიკიდან გათავისუფლების შესახებ.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! – სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო.

კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა.

ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი).

ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნის და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა.

ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!

ამგვარი მიდგომა აზიანებს ჯანდაცვის სისტემას მთელ ქვეყანაში. ქვეყანაში გვაქვს ექთნების კადრების ნაკლებობის კრიზისი.

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, სამართალმა იზეიმა! სოლიდარობა ექთნებსა და მედმუშაკებს!

ექთან ნინო კვაჭაძეს წარმოადგენდნენ სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის იურისტები შალვა ხვთისიაშვილი და დავით ომსარაშვილი“, – აღნიშნულია სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 

magti 5g