LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ, თუკი წონის კლება გსურთ

234
weight-loss-diet-protein-1654614

არც ერთ საკვებს არ აქვს ცხიმების წვის ძალა, თუმცა არსებობს უამრავი ჯანსაღი პროდუქტი, რომელიც წონის კორექციაში დაგეხმარებათ და ამასთან, ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია, რვავე პროდუქტი შეიცავს ბოჭკოს, ცილებს ან ორივეს ერთად. მათი კვირის რაციონში ჩართვით სასურველი შედეგის მიღებას უფრო მარტივად შეძლებთ.

1. ჩიას თესლი
ჩიას შემცველობაში არსებული ბოჭკო სისავსის შეგრძნებას იწვევს და შიმშილი დიდ ხანს არ შეგაწუხებთ. ამასთან, ჩია ნებისმიერი საკვების არაჩვეულებრივ დანამატს წარმოადგენს.

2. თევზი
ბევრი ცნობილი დიეტოლოგის რჩევაა, რომ კვირაში მინიმუმ ორჯერ ზღვის პროდუქტი მიირთვათ. თევზი აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

3. ბოსტნეული
ისეთი ბოსტნეული როგორიცაა – ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილეული, კიბოსა და სხვადასხვა ანთებითი პროცესების გაჩენის რისკს ამცირებს.

4. ვაშლი
ბოსტნეულის მსგავსად, წონის კორექციაში ხილიც დაგეხმარებათ. ვაშლი არამხოლოდ კარგი ხემსი, არამედ საკვების უგემრიელესი დანამატია, იყავით კრეატიულები მოამზადეთ სმუზი, დაამატეთ ვაშლი სალათებში და ა.შ.

5. ფსტა
ჯანსაღი კვების რუტინას ალბათ ყველა თხილი ერგება და მთავარი პორციის კონტროლია. ფსტა ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული თხილეულია, ის ძალიან გემრიელია და ამასთან დიაბეტი 2 ტიპისგან დამცავ ჯადოსნურ საშუალებას წარმოადგენს.

6. კვერცხი
კვერცხი არაჩვეულებრივი ცილაა, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე წონაში კლებას ეხება. კვერცხის მირთმევა განსაკუთრებით სასარგებლო დილის საუზმის დროსაა.

7. ავოკადო
ავოკადო ჯანსაღი ცხიმის საუკეთესო წყაროა. მართალია, ის სხვა ხილსა თუ ბოსტნეულზე უფრო კალორიულია, თუმცა ამასთან ძალიან სასარგებლოა, ამიტომ მისი რაციონში ჩართვა არ დაგავიწყდეთ.

8. შავი შოკოლადი
დიახ, შოკოლადი დაგეხმარებათ წონის კლებაში და აი რატომ: არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ გარკვეული საკვების ან საკვების ჯგუფის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ლტოლვა და წონის კლებაზე უარყოფითად აისახოს. ამიტომ უარს ნუ იტყვით შოკოლადზე, აკონტროლეთ დოზები და ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს დესერტი გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები