LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მეტრო „გოცირიძეზე“: გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები – ეს ყველაფერი ჩემზე, თანაგუნდელებზე აისახება, ვინც 24 საათი მუშაობენ

81

„დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ასევე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. იცით, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.

კარგად მესმის, რომ ბაქნის მთლიანი ცვლილება მოგვიწია, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოს ჩატარება, თუმცა, ის დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს და ეს ყველაფერი ჩემზე აისახება, თანაგუნდელებზე, ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ქალაქი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კომპანიები არსებობს და ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“– განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე:

მეტრო „გოცირიძის” რეაბილიტაციისთვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

ფოტოები: მეტრო “გოცირიძე” სრულად გადაიხურება – როგორი იქნება განახლებული სადგური

როდის დასრულდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები – კალაძის პასუხი

„უკვე მეშინია დრო ვთქვა, როდის დასრულდება“ – კალაძე მეტრო „გოცირიძის“ გახსნაზე

კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ – „სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g