LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: მეტრო “გოცირიძე” სრულად გადაიხურება – როგორი იქნება განახლებული სადგური

2146
FORTUNA.GE (13)

მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო დღეებში დაიწყება სამუშაოების წარმოება.

„ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, ახლა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგური გოცირიძის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება: სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი. მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სადგურის ვესტიბიულს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, რეკონსტრუქცია ასევე ჩაუტარდება ბაქანს. გარემონტდება თამაშრომლების სამომსახურეო ოთახები. განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ღირებულება 1 010 851 დოლარია.

მერმა დასძინა, რომ ზოგადად მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია.

„მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია, “ვარკეთილი” მოვიყვანო, სადაც ჭერი ჩამოინგრა რამდენიმე წლის წინ და ჯერაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რადგან საქმე გვაქვს ძალიან დიდ სირთულეებთან. გვინდა ვიყოთ მაქსიმალურად დაზღვეულები და სამუშაოები მაღალ დონეზე შესრულდეს“, –  აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება და გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g