LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე მეშინია დრო ვთქვა, როდის დასრულდება“ – კალაძე მეტრო „გოცირიძის“ გახსნაზე

146
Untitled design (7)

თბილისის მერი აცხადებს, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე უნდა დასრულდეს.

როგორც კახა კალაძემ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს აღნიშნა, სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა მოითხოვა:

“ე.ი. უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა. პირველად როდესაც სამუშაოები დაიწყო, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა, რომ არსებული ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და საჭიროება მოითხოვდა, რომ მთლიანად ახალი პროექტი განხორციელებულიყო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რადგან არავის ჰქონდა იმის სურვილი, რომ რაღაც გაერისკა, რადგან აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, შესაბამისად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო, ამის შემდეგ კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამუშაოებს.

დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი ბოლოშია გასული და ძალიან მალე უნდა დასრულდეს”, – განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე:

მეტრო „გოცირიძის” რეაბილიტაციისთვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება

ფოტოები: მეტრო “გოცირიძე” სრულად გადაიხურება – როგორი იქნება განახლებული სადგური

როდის დასრულდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები – კალაძის პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g