LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Telegraph: „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლას ევროკავშირი და ბრიტანეთი ბოიკოტს გამოუცხადებენ

104
TELEMMGLPICT000315507269_trans_NvBQzQNjv4BqCHco2f1jjYcmYrb_Lt46Uuil7a1KV2STY3xRqqFt_No

ევროკავშირი და ბრიტანეთი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე რუსეთის დელეგაციის გამოსვლას ბოიკოტს გამოუცხადებენ. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა The Telegraph-ს განუცხადეს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიდი ოცეულის შეხვედრისას რუსეთის იზოლაციისთვის „ყველაფერს გააკეთებენ“. ამგვარად, საერთაშორისო თანამეგობრობას სურს აჩვენოს, რომ ფიქრობს “რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ბოროტმოქმედებასა და უკანონო ქმედებებზე“.

“ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა ვაჩვენოთ ძალიან, ძალიან, ძალიან მტკიცედ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა  დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე”. – თქვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა.

დიდი ოცეულის (G20)-ის სამიტი კუნძულ ბალიზე მომავალ კვირას, 15–16 ნოემბერს ჩატარდება.

სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, უმსხვილესი ქვეყნების ლიდერები იღებენ. ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას პირადად დაესწრება, ზოგი ვირტუალურად.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უარს იტყვის სამიტში მონაწილეობაზე, თუ მასში პუტინი ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g