ნინო ჩხეიძემ თავისი ცნობილი სიმღერა„რამდენი დრო“ გავიდა „ღამის პრაიმ ტაიმის“ ეთერში შეასრულა.
გადაცემა ცნობილ მეგობრებს ეძღვნებოდათ.
სტუდიაში მყოფი ხატია შამუგია, მერაბ სეფაშვილი და თიკა ფაცაცია ამ სიმღერამ განსაკუთრებულად გაამხიარულა და ნინოსთან ერთად იცეკვეს.
განსაკუთრებული გამოდგა მომენტი, როდესაც გადაცემის წამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე საცეკვაოდ გაიწვია.