LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 1.44 მილიარდი ლარი იქნება – ბიუჯეტის პირველადი პროექტის დეტალები

99
კალაძე

წინასწარი მონაცემებით, მომდევნო წელს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1.44 მილიარდი ლარი იქნება. თბილისის მერიამ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია უკვე გადაუგზავნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2023 წელს შრომის ანაზღაურებაზე 98.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით პრიორიტეტები ასეთია:

თბილისის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე 690 900 ლარს დახარჯავს - პროგრამების ჩამონათვალი

კალაძის განცხადებით, პროგრამების საშუალებით, უამრავ ადამიანს აქვს ხელშეწყობა და თანადგომა, როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე რაიონული გამგეობების მხრიდან.

  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – აღდგენა  დაფინანსდება 415.1 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 152.2 მილიონი ლარით.
  • ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება დაფინანსდება 223.8 მლნ ლარით.
  • ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება – 169.3 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით გაზრდილია 1.9 მლნ ლარით.
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 1.9 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 34 500 ლარით.
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება დაფინანსდება 38.7 მლნ ლარით.
  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 144.2 მლნ ლარი.
  • განათლების დაფინანსება დაიგეგმა 224.9 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 16.3 მლნ ლარით.
  • კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა დაფინანსდება 43 მლნ ლარით.
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 6.4 მლნ ლარით.
  • თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 171.5 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2023 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 1.4 მილიარდის მობილიზება იგეგმება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დოკუმენტში ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი ასახული არ არის. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის წარდგენილი პარამეტრები შეიცვლება.

„ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ  მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ მიმდინარე ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მასში არ არის ასახული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2023 წელს, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონსა და უბანში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, გვაქვს შესაძლებლობა, აქტიურად ვიმუშაოთ ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g