LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ თუ როგორ გამოიყურება ემირატების ბორტზე მდებარე მდიდრული ბარი

100
0f343e90d8645669d680b2ddbedc79ce

ბლოგერმა და მოგზაურმა მეტსახელად Maxmilespoints არაბული ავიაკომპანიის Emirates ბიზნეს-კლასის ბარი გადაიღო და გამომწერები აღაფრთოვანა. ვიდეო მის tiktok-ზე გავრცელდა.

ახალგაზრდის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მან ლაინერის ბორტზე მდებარე ბარი მოინახულა – სპირტიანი სასმლის დასაგემოვნებელი ადგილი Airbus A380-ის კუდში მდებარეობს.

„იქ არის სავარძელი, კოქტეილების მენიუ და ბარმენი, რომელიც თქვენს ნებისმიერ სურვილს ასრულებს, – აღნიშნა ტურისტმა. – მე ვფიქრობ, თვითმფრინავის ბარში დალევის შესაძლებლობა – ეს მართლაც უნიკალური გამოცდილებაა.“

ბლოგერმა დააზუსტა, რომ აშშ-დან იტალიაში მგზავრობა (ორივე გზა) და ბარის მონახულების საშუალება მან 90 ათას მილად და 242 დოლარად შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები