ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული.
ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
“რაშისტებს” მედესანტეები ხერსონის მიმართულებიდან ლუგანსკის ოლქში გადმოჰყავთ. მათ აღარ ექნებათ საშუალება ვითარებაზე გავლენა იქონიონ, ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი წინსვლა. ამ მომენტისთვის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ წინ. წვიმიანი ამინდი ძალიან ხელისშემშლელია. გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდგომარეობაშია, სრულიად განადგურებულია. ხალხი იქ რჩება, ამიტომ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება მიგვაქვს”, – წერს გაიდაი.