მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე „იმედის დღეში“ საკუთარ რუბრიკაში საუბრობს ეჭვიანობების სახეობების შესახებ და დასძენს, რომ თავად ეჭვიანობას ზოგადად არ მიესალმება:
„ძალიან ბევრი ტიპი არსებობს ეჭვიანობის, მაგალითად, პრევენციული – როდესაც დროზე ადრე გინდა აღმოფხვრა შესაძლო სასიყვარულო კავშირები და ადამიანები ასეთ დროს ერთმანეთს ხელოვნურ შეზღუდვებს უწესებენ.
არსებობს ჩემთვის ყველაზე მძიმე ფორმის – რეტრო აქტიური ეჭვიანობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტნიორი გაუთავებლად იქექება შენს წარსულში და თავადაც არ იცის, რას, მაგრამ, რაღაცას არ გპატიობს. ვერ ინელებენ, ვერ პატიობენ.. შეიძლება, ამას ვერც ამბობენ ხმამაღლა, მაგრამ შენც გჭამე და თავის თავსაც იჭამენ…
არსებობს ყოველდღიური შფოთვითი ეჭვიანობა, როცა მეორე ადამიანი სულ დაძაბულია. ასეთ დროს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობაა..“