იტალიური ბრენდი ”Coincasa” საქართველოში 4 წლის წინ შემოვიდა. მაღაზიაში ტექნიკისა და სანტექნიკის გარდა სახლისთვის 4000-ზე მეტი დასახელების ნივთი იყიდება. ჭურჭელი, ავეჯი, ტექსტილი, სახლის დეკორატიული ნივთები – ამ და სხვა საინტერესო პროდუქტებს ”Coincasa”-ს ორ მაღაზიაში ნახავთ, რომელიც თბილისის მასშტაბით ფუნქციონირებს.
მაღაზიაში ძირითადი, უცვლელი ნივთების გარდა სეზონური კოლექციებიც აქვთ წარმოდგენილი. ყველა სეზონზე მომხმარებელს ახალ, თემატურ კოლექციას სთავაზობენ. ამჟამად მაღაზიაში შემოდგომა-ზამთრის კოლექციაა წარმოდგენილი, სადაც პასტელური ფერები დომინირებს. სეზონის მიხედვით კოლექციების დიზაინი და ფერები განსხვავებულია.
”Coincasa”-ში წარმოდგენილი ნივთები ისეთ ქვეყნებში მზადდება, როგორიცაა იტალია, გერმანია, ჩინეთი, ინგლისი. მაღაზიაში ამბობენ რომ ”Coincasa”-ს პროდუქცია მაღალი ხარისხით და ეკოლოგიურობით გამოირჩევა. დიდი ყურადღება ექცევა რომ ნივთები, რომელიც მაღაზიაშია წარმოდგენილი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იყოს დამზადებული. ”Coincasa”-ში იყიდება ტაფები, რომლებიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და გაკაწვრის შემთვევაში სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია ტყვიაგამოცლილი მინა.
მაღაზიაში ყველაზე გაყიდვადია ჭურჭელი, რომელსაც თავისი დასახელება აქვს, მაგ. როგორიცაა: ”მატილდა”, ”ჩეჩილე”, ფაიფურის ჭურჭელი ”ვიტოსი”. მაღაზიაში ნივთების ყიდვა ცალობითაც შეგიძლიათ. ”Coincasa”-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ოთახის სუნამოები, რომელიც ანტიალერგიულია.

”Coincasa”-ში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებია: თეფშები, რომელთა ფასი 20-დან 24 ლარამდეა. სამურაბეების ფასი 6 ლარია, ღვინის დეკანტერი – 43 ლარი ღირს, ტაფები კი 94 ლარის ფარგლებში მერყეობს. გაყიდვად ნივთებს შორის არის გასაშლელი დივანი, რომლის ფასი 2300 ლარია.

”Coincasa”-ში ახალ კოლექციას ელოდებიან. ნაძვის ხეების საახალწლო სათამაშოებს, ახალი წლის თემაზე გაწყობილ ორნამენტებიანიჭურჭელს და სხვა საინტერესო ნივთებს მაღაზიაში ნოემბერში მიიღებენ.
საწოლი 160×200 3710 ლარი
თარო – 1750 ლარი, დივანი – 2580 ლარი, მაგიდა – 596 ლარი
ჭიქა – 30 ლარი
თეფში: პატარა 22,50 – დიდი 24 ლარი
გლობუსი – 120 ლარი
ღამის სანათი – 86 ლარი

სარკე – 59,50 ლარი
ბალიში – 74,50 ლარი
ზარდახშა – 180 ლარი

















