LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქალაქშია მსოფლიოში ყველაზე ძვირი პარკინგი?

23
parking

პარკინგის ენციკლოპედიამ Parkopedia მსოფლიოს ამა თუ იმ ქალაქში პარკინგის ღირებულება გამოაქვეყნა. რეიტინგში გათვალისწინებულია ავტომობილის 2 საათით გაჩერების ღირებულება როგორც ქუჩებში, ასევე მათ მიღმა, თანაც სამუშაო საათებში.

ყველაზე ძვირადღირებულ 2 საათიანი პარკინგის მქონე ქალაქების რეიტინგში (ქუჩის მიღმა) ლიდერი ნიუ იორკია, სადაც ღირებულება არც მეტი არც ნაკლები 43,10 დოლარია. მეორე ადგილს სიდნეი იკავებს, მესამე კი ბრისბენია.

რაც შეეხება ქუჩებს, ლიდერი ამსტერდამი ყოფილა, სადაც 2 საათიანი პარკინგის ფასი 13,31 დოლარს შეადგენს. შემდეგ ადგილებზე არიან – ჩიკაგო, სეული, ჰელსინკი და ბერლინი.

რაც შეეხება თავად ქვეყნებს, მათი სია ასე გამოიყურება – სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია და რუსეთი.

და ბოლოს, დღიური პარკინგი ყველაზე ძვირი ამსტერდამელებს უჯდებათ, სადაც ფასი 53,23 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები