LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28.%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა ხელფასიც 9,600 ლარს აღემატება – PMC კვლევითი ცენტრის ოქტომბრის მონაცემები

53
ხელფასები

2022 წლის ოქტომბერში, საქართველოში დასაქმებულთა 22.5%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, წლიურად 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28.1%-ით მეტია იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 9,600 ლარს აღემატებოდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 52.6%-ია. PMC თანახმად, ოქტომბერში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში ჩანს, ოქტომბერში წლიურად 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლების ხელფასიც 2,400 ლარზე მეტი იყო. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდის მაჩვენებელმა 5.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. გასულ თვეში 2,400 ლარზე მაღალ ხელფასს მთლიანი დასაქმებულების 18.3% იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ოქტომბერში ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა.

2022 წლის მესამე კვარტალის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა – 1 609 400 ადამიანი;
  • დასაქმებული – 1 358 600 ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული – 913 800 ადამიანი;
  • თვითდასაქმებული – 444 300 ადამიანი;
  • უმუშევარი – 250 700 ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 53.5%;
  • დასაქმების დონე – 45.2%;
  • უმუშევრობის დონე – 15.6%.

დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 43,751 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 164%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში 12,962 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9,154 ვაკანსია – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 13,274 ვაკანსია კი – ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g