LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია

59

ტეილორ სვიფტი სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობს: მომღერალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგს ლიდერობს. საერთო ჯამში სვიფტის შემოსავალმა მიმდინარე წელს 317,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ყველაფერი კი ალბომის „1989“ და ჰიტების „Shake It Off“, „Blank Space“, „Wildest Dreams“, „Bad Blood“ და სხვა სინგლების  გაყიდვების წყალობით, ასევე მსოფლიო ტურნეს, არომატის Elizabeth Arden გამოშვებით, სასმელ Diet Coke-ისა და Keds-ის ფეხსაცმლის რეკლამირებით.

გასული წლის ოქტომბერში ტეილორმა ეხუთე სტუდიური ალბომი „1989“ გამოუშვა, რომლის გაყიდვებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,287 მილიონი დოლარი შეადგინა.

მოელიან, რომ თავის 30-ე დაბადების დღეზე ტეილორი ბილიონერის სტატუსს მოიპოვებს და მსოფლიოში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი ქალი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები