ლას-ვეგასში გამართული ადელის კონცერტი რამდენიმე ფაქტის გამო იყო საინტერესო. ერთი, რომ ეს იყო დაუვიწყარი შოუ სპეცეფექტებით. მეორეც, ადელი ბრწყინავდა „სკაიპარელის“ ულამაზეს შავ კაბაში. ამას მოჰყვა მისი ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ კონცერტის დროს მას წინდები ეცვა.
დღეს კი ინტერნეტში გავრცელდა აქამდე უცნობი ვიდეო, რომელიც კონცერტის დროსაა გადაღებული. ვიდეოს ერთ-ერთი მსმენელი იღებს, რა დროსაც ადელი ჩამოდის სცენიდან და მას უახლოვდება. ვიდეოს დანახვისას ადელი აღშფოთებას ვერ მალავს და ფანს ფილტრის გამოყენების გამო საყვედურობს. „რა უქენით ჩემს სახეს? ფილტრით რატომ მიღებ“ – ამბობს ადელი ვიდეოში, რაზედაც გაოგნებული ფანი ემოციებს ვერ მალავს.
„სკიაპარელის“ მდიდრული კაბა და ცეცხლმოკიდებული როიალი – ადელის საშობაო კონცერტი ლას-ვეგასში